საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში დღესაა დაბარებული.
როგორ საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში ექსპრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობას არ შეუშლის ხელს. რაც შეეხება თეიმურაზ შარაშენიძის ჩამოსვლას, უწყებაში განმარტავენ, რომ ელჩი დამატებითი დეტალების გასარკვევად დაიბარეს.
უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციები საგარეო უწყებაში უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შემდეგ, 8 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა.