ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვაფიქრებინებენ, რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულობებს უნდა გავემიჯნოთ”- მეუფე ანტონი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს.

როგორც მეუფე ანტონი და აცხადებს, ისინი ყველანაირად ცდილობენ ხალხს ეკლესია შეაძულონ, ხოლო ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადონ,

მისი თქმით, ხელისუფლებასა და “ენჯეოებს” ევროპა და ამერიკა აფინანსებთ, ამიტომ მეუფე ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანის გადახედვის ინიციატივით გამოდის.

მეუფე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივიტაც გამოდის, რათა მოსახლეობამ ევროატლანტიკურ არჩევანზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.

“ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები  და ასეთ ფასეულობებს უნდა გავემიჯნოთ. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი, გვინდა თუ არა იმ ღირებულებით და ფასეულობებით ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულებელყოფაა,”- აცხადებს მეუფე ანტონი.

ამის შესახებ მეუფე ანტონიმ ქადაგების შემდეგ ვრცლად სოციალურ ქსელშიც დაწერა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნდა შეწყვიტონ ზიზღის თესვა მოსახლეობასა და ახალგაზრდებში.

 

 

 

 

 

იტვირთბა....