ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, ბასილაშვილმა 100 000-ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ბრალდებულმა გირაო უკვე გადაიხადა.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ადვოკატი ბასილაშვილის ოჯახის წევრებთან შესახვედრად მიდის.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....