თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსოფლიოს მოქმედი მე-16 ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
“მთავარი არხისა” და “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.
ცნობისთვის, ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო.