aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა გავაკეთოთ ერთი ბანალური რამ. ხანდახან ის რაც მარტივია, არის ყველაზე სწორი..” – რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ცერცვაძის განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, ქვეყანაში ერთი თვის წინ რა მდგომარეობაც იყო, ის იყო კატასტროფა. როგორც ცერცვაძე აცხადებს, საზოგადოებამ ვიდრე ვაქცინა ან პრეპარატი არ იქნება, უნდა მოეშვას ხალხმრავალ ქელეხებს და 200-კაციან ღონისძიებებს.

„უნდა გავაკეთოთ ერთი ბანალური რამ. ხანდახან ის რაც მარტივია, არის ყველაზე სწორი. ვიტყვი ბანალური რამეს: ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებდით იძულებით, რადგან იყო საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და მოსახლეობა ემორჩილებოდა ამ შეზღუდვებს. უკვე გვაქვს ჩვევაში პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება. აშკარად გაცილებით ხშირად ვიბანთ ხელებს, ამას ჩემს თანამშრომლებსაც ვამჩნევ. ასეთი ჩვევები უნდა გავაგრძელოთ ოფიციალური, საკანონმდებლო შეზღუდვების გარეშე. ვიდრე ვაქცინა ან პრეპარატი არ იქნება, მოვეშვათ ცოტა ხანი ხალხმრავალ ქელეხებს და 200-კაციან ღონისძიებებს, აქ არის გზა.

მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს იმ თავისუფლებით, რაც მიიღო ბოლო დღეებში, მაგრამ არ უნდა ისარგებლოს ბოროტად.

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში. უნდა ვიცხოვროთ, გავერთოთ, შევქმნათ ეკონომიკა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უფრო ფრთხილად, ვიდრე ეს იყო შარშან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....