aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი კვირა ან 10 დღე დავაკვირდეთ. შემდეგ უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, დიდხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა შესაძლოა, ყველაზე სარისკო ნაბიჯია.

„ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა და ასევე ყველაზე სარისკო ნაბიჯია. კომენდანტის საათის მოხსნა, ერთ მანქანაში სამი პირზე მეტის ჩასხდომა, შეკრებების რაოდენობის გაზრდა, სალონებისა და მაღაზიების ნაწილების გახსნა – ყველაფერი ეს არ შეიცავს ისეთ საფრთხეს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რადგან შეზღუდულ სივრცეში იყრის ბევრი ადამიანი.

მე არ ვარ სპეციალისტი და ეს არის დაავადებათა კონტროლიც ცენტრის სპეციალისტების პრეროგატივა და ასევე პრემიერ მინისტრის, რადგან ის თავად ძალიან კარგად მართავს ამ კრიზისულად რთულ სიტუაციას და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია – ჯერ ეტაპობრივად უნდა მოვხსნათ შეზღუდვები, რაღაც ნაწილი უკვე მოვხსენით და უნდა ვნახოთ, რა მოხდება, გამოიწვევს ეს ინფიცირებულთა ზრდას თუ არ გამოიწვევს, თუ გამოიწვევს – რამდენით?! თუ გახდება ათზე მეტი, მაგრამ 20-ის ფარგლებში, ეს სავსებით მისაღებია და გაუმკლავდება ჩვენი ჯანდაცვა. ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, კარგა ხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

იტვირთბა....