aviabiletebi
მთავარი ციტატა

“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს” – თენგიზ ცერცვაძე

“სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არც ერთ, აბსოლუტურად არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი

“პირველი არხი”

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, COVID-19-ზე საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს როგორც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, საქართველოდან სომხეთში შესულ მძღოლებს, უმრავლეს შემთვევაში კორონავირუსი უდასტურდებათ.

“კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის”, – ამ განცხადებით მარინა ეზუგბაია გამოეხნაურა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.

იტვირთბა....