ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოითქმება ეჭვი, რომ ეს დაავადება მას შემდეგ რაც განიკურნება ტოვებს ორგანიზმში სერიოზულ დაზიანებებს..” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში COVID-19-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, ვირუსზე გამოითქმება ეჭვი, რომ ეს დაავადება მას შემდეგ რაც განიკურნება ტოვებს ორგანიზმში სერიოზულ დაზიანებებს.

“ეს ვირუსი არ აზიანებს მხოლოდ სასუნთქ სისტემას. კორონავირუსი აზიანებს სერიოზულად გულსისხლძარღვთა სისტემას. ის იწვევს მთელ რიგ დაავადებებს გულისას. ასევე სისხლძარღვევის ანთებას. ის აზიანებს ღვიძლს, აზიანებს თირკმელს, იწვევს თირკმლის უკმარისობას. აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ძალიან მრავალმხრივად, მრავალ ასპექტში. შედეგად ეს დაავადება საჭიროებს მულტიპროფილურ მართვას. არამარტო ინფექციონისტის ან რეანიმატოლოგის მიერ როგორც აქამდე გვეგონა, არამედ სხვა დარგის სპეციალისტების მიერ. გამოითქმება ეჭვი, რომ ეს დაავადება მას შემდეგ რაც განიკურნება ტოვებს ორგანიზმში სერიოზულ დაზიანებებს. უბრალოდ არ ქრება” – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....