“ბატონო რომან, ეს არის სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია, ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია.”
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ამის შესახებ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტით მმართველმა პარტიამ სხვა რამ შეუკვეთა, თუმცა მიღებული კანონით სხვა შედეგი მიიღო.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭრა. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება. თუმცა, კანონპროექტით დაზუსტდა, რომ ცვლილებები ძალაში იქნება დროებით და შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები დროებითი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.