მთავარი ციტატა

“საკუთარი კაბინეტიდან ხელის ქნევას, შეუძლია, მივიდეს პარლამენტში და ფრაქციებთან კონსულტაციები გამართოს”- გოგიჩაიშვილი პრემიერზე

“საკუთარი კაბინეტიდან ხელის ქნევას, შეუძლია მოვიდეს პარლამენტში და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან. ვფიქრობ, რომ ეს არის არაეთიკური საქციელი მისი მხრიდან. ის კანონპროექტი, რაც შემოჰქონდა ბატონ პრემიერს, ეს არის დიქტატურის კანონპროექტი. მას როგორც ჩანს, სისტემები კარგად არ ესმის, როგორც ჩანს მას ესმის ერთი ადამიანის მსახურება, რომლის მსახურებითაც მას გააჩნია ეს თანამდებობა, მას ამისთვის არ მიუღწევია საკუთარი აქტიურობით, მან ამას მიაღწია ბიძინა ივანიშვილთან მორჩილებით.”

ლევან გოგიჩაიშვილი –  „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი

ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება. თუმცა, კანონპროექტით დაზუსტდა, რომ ცვლილებები ძალაში იქნება დროებით და შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები დროებითი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....