მთავარი ციტატა

“შვედეთში ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის იმედი ჰქონდათ, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მიშვების პოლიტიკამ არ გაამართლა”

იმნაძე

“ერთი ფრთა ლაპარაკობს შვედეთზე, მეორე ბელარუსზე. ანუ, ამ ორმა ქვეყანამ მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული  მიდგომა აირჩია. კვლევა უკვე გამოაქვეყნეს შვედებმა, მათ სხვანაირი მიდგომები ჰქონდათ და იმედი ჰქონდათ ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე. საქართველოში ბევრი ჯოგს რომ უძახის, ეს პოპულაციური იმუნიტეტია.

აღმოჩნდა, რომ სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი იყო შემთხვევები, 7 პროცენტია, ანუ არავითარი იმისთვის, რომ პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ინფექცია ასე ვთქვათ თავისთავად დავამარცხოთ. 70 პროცენტი უნდა იყოს. ანუ, აი ამ მიშვების პოლიტიკით, პოპულაციური 7 პროცენტზე ვერ ავიდა სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი იყო დაავადებული.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად არ გაამართლა ამ მიდგომამ.”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე

ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, კორონავირუსთან ბრძოლაში შვედეთმა განსხვავებული მიდგომა აირჩია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ შეზღუდვები ნაკლებად დააწესეს, ვინაიდან ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება დაისახეს მიზნად. 

 

იტვირთბა....