მთავარი პოლიტიკა

“ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე, არ იცით?”- პრეზიდენტი ჟურნალისტებს

ჟურნალისტებმა  საქართველოს პრეზიდენტს სალომე ჟურაბიშვილს იმ კანონპროექტის შესახებ ჰკითხეს, რომლის თანახმადაც საპატრიარქოს ტყის გარკვეული ფართობი უნდა გადაეცეს, თუმცა პრეზიდენტმა შეკითხვას არ უპასუხა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა  სიონის ტაძრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უპასუხა, ის ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარს არ აკეთებს.

“ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით?,”- უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. ცვლილების პროექტის მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

 

იტვირთბა....