“გუშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ მნიშნელოვანია, საფრთხეს ვუპასუხოთ ადეკვატურად. არ არის ისე, რომ ყველაფერი მოიხსნას და მანიპულაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა. ჩვენ გვრჩება ამოცანები და პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ შევასრულებთ“
არჩილ ტალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭრა. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება. თუმცა, კანონპროექტით დაზუსტდა, რომ ცვლილებები ძალაში იქნება დროებით და შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები დროებითი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.