ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნება ცდილობს ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი „იარაღი“ ჰქონდეს” – კობერიძე

„ქართული ოცნება“ ცდილობს დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი „იარაღი“ ჰქონდეს – აღნიშნული განცხადება „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ხედავს თავის ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 20 ივნისიდან მოყოლებული, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმით, მერე შემდეგ ახალგაზრდების სამართლიანი მიტინგი, რასაც ეს ყველაფერი მოჰყვა პროპორციული არჩევნების გადადგება და.. მათი რეიტინგი ვხედავთ, რომ კატასტროფულად ეცემა.

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი „იარაღი“ დაინსტრუმენტი ჰქონდეს. ვაიდა, დასჭირდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინსტრუმენტი იქნება მათ შეიარაღებაში წინასაარჩევნო ბრძოლის დროს. რა, არ მოვუტყუებივართ, არ შევუშინებივართ…

არც ერთი მათი წევრი კვალიფიციური იურისტი, კობახიძიდან დაწყებული, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა მისი მუშაობის ნამყოფია, დღეს არც გამოსულა ამ კანონზე არა თუ კომენტარი არ გაუკეთებია, იურიდიულ კომიტეტში არც განხილულა“, – განაცხადა კობერიძემ.

იტვირთბა....