ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციამ მარტივად, სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიოს. ხვალამდე იფიქრონ” – კობახიძის შეთავაზება ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს სამი ვარიანტიდან ერთი აირჩიოს. კერძოდ, კობახიძე აცხადებს, რომ პირველი ვარიანტით უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, მეორე ვარიანტით უნდა მიუშვან ვირუსი და მესამე არის იმ კანონის მიღება რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, ოპოზიციას მოსაფიქრებლად დრო ხვალამდე აქვს.

“რეალურად, ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი არის, უნდა გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა. მეორე, მივუშვათ ვირუსი. ვიცით, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ვირუსის თავის ნებაზე მიშვებამ, ამის მაგალითია ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც 5600 უკვე რეგისტირრებული შემთხვევაა. ეს შედეგი თუ გვინდა მივიღოთ, ეს არის მეორე თოერიული ვარიანტი. მესამე არის ამ კანონის მიღება. მეოთხე არ არსებობს. მოდი, მოვუწოდოთ, ოპოზიციას, რომელსაც არ აინტერესებს კონტრარგუმენტი, ხედავთ დარბაზში არავინ არ არის. მოვუწოდოთ, აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან. მეოთხე არ არსებობს.

მარტივად, ხვალამდე იფიქრონ და აირჩიონ ერთ-ერთი ამ სამიდან. მგონი, არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია ამ კანონის მიღება, მოვუწოდებთ ოპოზიციას შეეშვან სპეკულაციას და აირჩიონ ამ სამიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე რაციონალური ალტერნატივა. ხვალამდე დაველოდოთ პასუხს” – განაცახდა კობახიძემ.

იტვირთბა....