საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყველა მოქალაქე, ვინც სამუშაო ადგილი 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე დაკარგა და ამის დამადასტურებელ ცნობას წარადგენს, მიიღებს კომპენსაციას.
ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმალურად შერბილებული, რბილი მოდელით მივუდგებით ამ ადამიანებს. რაც გულისხმობს შემდეგს – რამე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მოგვიტანეს, ან იურიდიული პირის, ან საბანკო ამონაწერი, სადაც ასევე ჩანს, რომ რეგულარულად ღებულობდნენ შემოსავალს რაღაც საქმიანობიდან გამომდინარე, დახმარება ჩაერიცხებათ. ეს არის ის, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვიძლია, დავკარგოთ საბიუეჯტო სახსრები. სხვა შემთხვევაში, სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, უძლურები ვართ.
მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მიიღებს დახმარებას, ვინც არა საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ ამ წლის იანვრიდანაც დაკარგა სამსახური.
„ზუსტად ის გაუგებრობა, ვისაც ეგონა, რომ კომპენსაციების გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახურის დაკარგვაზე, ეს მოვხსენით და ვთქვით, რომ 2020 წლის პირველ ივნისამდე, თუნდაც იანვრის ჩათვლით, ვინც დაკარგა სამსახური, ეკუთვნის ეს 1200-ლარიანი კომპენსაცია. დაგვიდასტუროს დამსაქმებელმა. ზუსტად გაუგებრობის მოსახსნელად მოხდა ცვლილებები, თუ ასეთი არსებობდა. უმეტესობამ ზუსტად გაიგო ცვლილებები“, – დასძინა ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ