ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის გადაუვადდება მომდევნო სამი თვის განმავლობაში საბანკო სესხები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, ვის შეეძლება საკრედიტო პროცენდის გადავადებით ისარგებლოს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მოქალაქეებს, ვისზეც საკომპენსაციო პაკეტი გაიცემა, მათ საშეღავათო პერიოდი მომდევნო სამი თვის განვალობაში ავტომატურად გაუხანგრძლივდებათ.

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ბანკები ასევე გადაამოწმებენ და სესხს გადაუვადებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდათ ან შეუწყდათ.

“იცით, რომ სამი თვით იყო პრაქტიკულად ყველა ფიზიკურ პირზე სესხები, ისე, რომ არ მოხდა მათი კაპიტალიზაცია, ისე, რომ არ მოხდა მათ პროცენტზე პროცენტის დარიცხვა. ამ ეტაპზე ბანკებთან გვქონდა კონსულტაციები და პრაქტიკულად შევჯერდით შემდეგ მოდელზე. მოქალაქეებს, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ სესხს. ამის გარდა, ასევე, თავად შეაფასებენ გადახდისუნარიანობის მიხედვით, ვისაც შეუწყდა ან მკვეთრად შეუმცირდა და გადახდის პრობლემა აქვს, ასევე თავიანთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იგივე პირობებით გადაუვადებენ მათ სესხს. აქაც პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში სასესხო ვალდებულება ავტომატურად გადაუვადდება. ასევე, პროცენტი სამი თვით გადაუვადდებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი, აქვთ საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავენ ბანკს.

იტვირთბა....