მთავარი ციტატა

“ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ”

“ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად პოლარიზებული გამხდარა საზოგადოება და იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ, რომ თუ ვინმე გონიერი დარჩა თქვენთან, ადვილად უნდა ხვდებოდეს საით მივდივართ. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია.”

ირაკლი ოქრუაშვილი – „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი

აღნიშნული ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან 8 მარტის პირობების სრულად შესრულებაზე საუბრისას განაცხადა. 

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, 8 მარტის ხელშეკრულების ერთი ნაწილი პილიტიკური მოტივით დაპატიმრებული ოპონენტების გათავისუფლებას ითვალისინებს. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემდეგ გიორგი რურუასაც არ შეიწყალებენ. 

იტვირთბა....