“ეს მხოლოდ მან არა, აღიარა სააკაშვილმა. მან თქვა, რომ პარლამენტში შესაჭრელად სულ ცოტა აკლდათ. მანამდე, გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი გვარამიას აძლევდა მითითებებს, როგორ უნდა შეექმნა წინარევოლუციური ვითარება ქვეყანაში, როგორ უნდა დაღვრილიყო სისხლი და როგორ უნდა მომხდარიყო ამის განვითარება. დესტრუქცია ყოველთვის დღის წესრიგში იდგა. რასაც ოქრუაშვილი ამბობს, ეს არის ამის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მტკიცებულებები, რაც მთელმა მსოფლიომ ტელევიზიით იხილა.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ, “პრაიმთაიმთან” ინტერვიუში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა: “ყოველგვარი ტრაბახისა და დაკნინების გარეშე ვიტყვი, რომ ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ გაისროლა.”