aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლოში “გირჩის“ სარჩელზე პაატა იმნაძე დაიკითხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტია “გირჩის” მიერ შეტანილ სარჩელზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე დაიკითხება.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს „გირჩის“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას უკავშირდება.

პოლიტიკოსი და „გირჩის“ იურისტი ლევან ჯგერენაია აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი ეპიდემიოლოგ პაატა იმნაძის დაკითხვით გაგრძელდება, თუმდა ის მიუკერძოებელი მოწმე ვერ იქნება.

„პაატა იმნაძე დაინტერესებული პირია ამ საქმეში, რადგან ის თავად მონაწილეობდა ამ შეზღუდვების შემოღებაში. ამიტომ ის მიუკერძოებელი მოწმე ვერ იქნება“,- აცხადებს ლევან ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა,  აქციაზე კი დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 14 ადამიანი დააჯარიმეს

 

იტვირთბა....