ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ბინას აქირავებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას აქირავებს.

ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ქონებრივ და ფინანსურ დეკლარაციაში მიუთითა.

აღნიშნული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ  ბინის გაქირავებაზე ხელშეკრულება 2019 წლის პირველ იანვარს გაფორმდა და ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

ამასთან, როფორც დოკუმენტშია მითითებული, პრეზიდენტი ბინის გაქირავებიდან შემოსავლის სახით წელიწადში 21 600 ევროს იღებს, რაც თვეში 1800 ევრო გამოდის. 

 

 

 

იტვირთბა....