ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ ხელისუფლების ხელში ჩვენ არ უნდა ველოდოთ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას” – ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ის ამ ხელისუფლების ხელში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას არ ელოდება.

„ქართულ ოცნებას“ დარჩენილი აქვს პრაქტიკულად კიდევ რამოდენიმე სერიოზული ტყუილი, მათ შორის პატარ-პატარა ბევრი ტყუილები. როგორც მიეჩვივნენ საუბარს, რომ პატარ-პატარა შოკებია ეკონომიკაში, ანალოგიური ხდება პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. მე პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ ხელისუფლების ხელში ჩვენ არ უნდა ველოდოთ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ეს იქნება ძალიან მძიმე, გაყალბების არჩევნები, რადგან არ შეიძლება ადამიანებმა ამდენი სიცრუე თქვან და მათ ჩვენ დავუჯეროთ, რომ ისინი სწორ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის და ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან, რომ დამკვირვებლები ჩამოვიყვანოთ არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი და შეიძლება ორი თვით ადრეც, იმიტომ რომ როცა შევალთ წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც უკვე ტრადიციად ქცეულ ძალადობას, არასამართლიან მოპყრობას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობას ვნახავთ, ეს უნდა იქნას აღკვეთილი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....