ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენმა საზოგადოებამ იცის, ეს არის განცხადებები პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისა, რომლებიც ერთ ოჯახში არიან ნაცმოძრაობასთან” – ვოლსკი ევროპარლამენტარების გზავნილებზე

“იყო საკმაოდ მწვავე განცხადებები. როგორც ჩვენმა საზოგადოებამ იცის, ეს არის განცხადებები პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისა, რომლებიც ერთ ოჯახში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს არავის არ უკვირს, მაგრამ იყო საპირისპირო განცხადებებიც, რომ შიდა საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ, რომ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება და ასე შემდეგ. ევროპარლამენტი ერთგვაროვანი არ არის და მიღებულია შესანიშნავი რეზოლუცია, რომელიც ახასიათებს გამოწვევებსაც და იმ მიღწევებსაც, რაც საქართველოს აქვს.”

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

იტვირთბა....