ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, საჩხერეში, კორონავირუსისგან მეორედ დაინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით, “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს უჩვეულო შემთხვევა არ არის.
„ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში იყო თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი. სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცეები ახასიათებს. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია. ჩვენ გვყავდა საქართველოში პაციენტი, რომელიც იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მატარებელი. თუმცა, აქაც არსებობს სხვადასხვა თეორიები, მეცნიერული მოსაზრებები, იმის შესახებ რომ ეს ვირუსი ვთქვათ, არ არის ცოცხლი, ანუ ვირუსი თვითონ არ არის ცოცხალი. მოგხსენებათ, ჩვენი დიაგნოსტიკის მეთოდი ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენას ემყარება. არის თეორია, რომ ეს ვირუსი კი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი რივონეპლეინის მჟავის ნარჩენები მაინც არის ორგანიზმში და მას აღმოაჩნეს ტესტები. ასევე ბევრი კამათი იყო იმაზეც, როცა ავადმყოფს აღარ აქვს და მერე ისევ გამოავლინდება ეს ვირუსი, აქაც რა ხდება – თავიდან ინფიცირებაა, იმიტომ რომ ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს, თუ გაქრა ვირუსი, მაგრამ სადღაც ორგანიზმში შეინახა. ბევრი თეორიაა, ფაქტი ერთია, ასეთი რაღაცეები ხდება ამ დაავადების დროს. ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული, მას შემდეგ რაც 2 ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში. ამიტომაც ვიღებთ ასეთ ზომებს, რომ ეს დაავადება ახალია, ეს დაავადება უცნობია, ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით მის შესახებ“, – განაცახდა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრში, მამაკაცს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.