“წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს ევროკავშირში, რომლებიც წლების განმავლობაში ხმალამოღებული იბრძოდნენ საქართველოს ინტერესებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, უვიზო რეჟიმის მიმოსვლის შემოსაღებად, ესმით, რომ ის გზა, რა გზაც აირჩია ივანიშვილმა, არ შეესაბამება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებს.”
გიორგი კანდელაკი – „ევროპული საქართველოს“ წევრი
აღნიშნულით გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტარების დღევანდელ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება და მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
ევროპარლამენტარები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლოებას დადებითად აფასებენ და საქართველოსგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელოდებიან.