ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოვუწოდებ ქართველ კოლეგებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კონსტრუქციონიზმი”- მარინა კალიურადნი

ევროპარლამენტარ მარინა კალიურადნის შეფასებით, საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საპატიმროდან გათავისუფლება პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

ამის შესახებ მარინა კალიურადნმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში წარადგინეს.

“გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტის მხრიდან იყო პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებას ისახავდა,”- აღნიშნავს კალიურადნი.

ევროპარლამენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები საარცევნო სისტემასთან დაკავშირებით.

“მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, რომ განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში. მოვუწოდებ კოლეგებს პარლამენტის ორივე მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კონსტრუქციონიზმი,”- აცხადებს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება და მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....