მთავარი ციტატა

“გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება, მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება”- სვენ მიქსერი

“მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, არის კიდევ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა მოხერხდეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. მიუხედავად კოვიდ-19 გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე.”

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. 

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება და მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

 

იტვირთბა....