“მომეცით საშუალება დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ვემსახურო სამშობლოს. გავრცელებული ჭორები „ზოდები და ნიანგები“ ჩემს საქმეში არ არსებობს, ეს მხოლოდ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად იყო მოგონილი. 2012 წლიდან ყველა ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ ჩემი საკითხი სამართლებრივ ჭრილში არც ერთ უწყებაში არ განხილულა, გაურკვეველი პოლიტიკური სარჩულის მიზეზით. ასეთივე მიდგომა აქვს სასამართლოსაც.”
ლევან მამალაძე – ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი
აღნიშნული განცხადება მამალაძემ, manifest.ge-ზე ხელმოსაწერად გამოქვეყნებულ წერილში გააკეთა.
შგახსენებთ, რომ მამალაძეს 17 წელი აქვს მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნება.