“ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი, დიდი გამოცდილების, ევროპული აზროვნების, მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში სხვა რომელიმე პოლიტიკოსისგან ძნელი წარმოსადგენი იყო და საკუთარ თავზე აიღო დარტყმა. გონიერი ადამიანი ყველა მიხვდება, რამხელა პრობლემა მოხსნა.”
გოგა ხაინდრავა – კინორეჟისორი
აღნიშნული განცხადება ხაინდრავამ “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.