მთავარი ციტატა

“ვიდრე მთელმა მსოფლიომ არ გაიგო, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ყოფილან, კამერებთან იდგნენ და ტუილს ტყუილზე ამბობდნენ”

“ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის ხელისუფლების გაკოტრების ტოლფასი. წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინათ ადრე. ახლა ამის გაკეთება ჩემი აზრით, ეს არის “ქართული ოცნებისთვის” თვითმკვლელობის ტოლფასი. ამ ყველაფრიდან მინიმუმ რა გავიგეთ ჩვენ, რომ ისინი სახეში გვიყურებდნენ და გვატყუებდნენ, ტყუილზე დაიჭირეს და გადაწყვეტილება ბოლოს მაინც მიაღებინეს.მიტუმეტეს შეეძლოთ, ეს ძალიან რბილად გაეკეთებინათ. სანამ პოლიტპატიმრებზე არ დაიწყო საუბარი და მთელმა მსოფლიომ არ გაიგო, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ყოფილან, მანამდე კამერებთან იდგნენ და ტუილს ტყუილზე ამბობდნენ.”

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი 

ამის შესახებ გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” ინტერვიუში აცხადებს.

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს.

ასევე, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ​”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....