“ნებისმიერი მსგავსი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. მთავრობისთვის რამე უფლებების მინიჭება წარმოშობს რისკებს და ყოველთვის შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული, როგორც პოლიტიკური, ასევე – სხვა მიზნებისათვის. დღევანდელი კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ იძლევა საშუალებას, რომ ლოკალურად მოხდეს იზოლირება რომელიმე რაიონისა. ნებისმიერი მანიპულაცია ასეთი მთავრობის ხელში შეიძლება მთავრობის საწინააღმდეგოდაც იქნეს გამოყენებული.”
რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადებით, გოცირიძე ეხმაურება, მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის მთელს ქვეყანაში გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს.