“მთავრობას მიენიჭოს უფლება, კონკრეტული ეპიდემიოლოგიური ლოკაციები, სადაც საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლებს იქ კრიზისული ვითარება დაარეგულიროს, შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა სხვადასხვა კვების ობიექტის მუშაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება. კანონით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაისჯება საჯარიმო სანქციით 500-დან 2000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირი 2000-დან 10 000 ლარამდე.”
დიმიტრი ხუნდაძე – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტში მუშაობა იწყება.
აღნიშნულ საკითხს ეწინააღმდეგება ოპოზიცია – ისინი შიშობენ, რომ დამატებით ძალაუფლებას ხელისუფლება საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოიყენებს.