“3 ივნისიდან დაიწყება ევროკავშირის შიგნით გადაადგილება, იტალიაში ჩამოსული ადამიანების საკარანტინო ვალდებულების გარეშე. ეს შექმნის ტურიზმის აღდგენის წინაპირობებს.”
ჯუზეპე კონტე – იტალიის პრემიერ-მინისტრი
მისივე განცხადებით, 18 მაისიდან იტალიაში შესაძლებელი გახდება შიდა, რეგიონთაშორისი გადაადგილება სხვადასხვა მიზნობრიობით – სამუშაოს შესასრულებლად, ჯანდაცვისა და გადაუდებელი საჭირიეობის გამო.
18 მაისიდან იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი შევა ძალაში. გაიხსნება მუზეუმები, სილამაზის სალონები, მაღაზიები. აღდგება საეკლესიო მსახურება სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით.