“არ დავმალავ მაგრად გამიხარდა, როცა დაიჭირეს თავის დროზე გიგი უგულავა. ნებისმიერი ადამიანი ვინც ბიუჯეტიდან მოიპარავს ფულს და მითუმეტეს 50 მილიონს, ის უნდა იჯდეს უსასრულოდ დიდ ხანს ციხეში. ჩემი გადასაწყვეტი, რომ იყოს ასე გავაკეთებდი, მაგრამ ოთხი წლის მერე რატომ გამოუშვეს გიგი უგულავა ციხიდან ძლიან მაინტერესებს. ოთხი წელი რატომ შეუფარდეს და ოთხ წელში რატომ გამოუშვეს 50 მილიონის მომპარავი კაცი. მერე მხარს ვუჭერდი მის გამოშვებას და ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ის გამოსაშვები იყო და ძალიან კარგი რომ გამოვიდა. პოლიტიკური ნიშანი არის ის, რომ როცა გჭირდება იჭერ და როცა გჭირდება უშვებ. ერთდაიგივე ბრალდებაზე შეიძლება ორჯერ დაიჭირო ადამიაი?!”
ალეკო ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ელისაშვილმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.