მთავარი ციტატა

“წარმომიდგენია, რა შეშინებულია ახლა ბიძინა ივანიშვილი” – ბერძენიშვილი სენატორების გზავნილზე

“აქ არის ამერიკის საგარეო პოლიტიკური ხედვა. თავის დროზე სწორედ ეს გვითხრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანაკლიასთან დაკავშირებით, რომ რუსული და ჩინური კაპიტალი კი არა, დასავლური, ამერიკული სტრატეგიული ინტერესი უნდა იყოს დაცული. თავის დროზე სწორედ ამან დააფრთხო ბიძინა ივანიშვილი და მან უკვე ისე შეტოპა, რომ “თავს დამანებებენ” – ამით თავს ვეღარ დაიმშვიდებს. როდესაც გავლენიანი კანონმდებლები საკუთარ მთავრობას სწერენ, რომ საჭიროა რეაგირება, წარმომიდგენია ახლა რა შეშინებულია ბიძინა ივანიშვილი”

დავით ბერძენიშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი

“მთავარი არხი”

შეგახსენებეთ, მორიგი მწვავე პოლიტიკური გზავნილი წამოვიდა აშშ-დან, სადაც  საქართველოს მმართველი გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე მძაფრი და კონკრეტული ბრალდებები გაჟღერდა. 

იტვირთბა....