“თუ არ ეთანხმებოდა საკუთარ შეწყალების აქტს ქალბატონი პრეზიდენტი, როგორც თავად ბრძანა და აიძულეს, მაშინ მინიმუმ არ უნდა გადამდგარიყო? თან ამ შეწყალებით ხომ ის თქვა, რომ ხელისუფლება გვატყუებდა, როცა იძახდა, პატიმრების შეწყალებაზე შეთანხმება არ ყოფილაო. შარშია სალომე…“
ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი, “ტვ პირველის” გენერალური დირექტორი
შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.