საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
როგორ მდინარაძე აცხადებს, ის პრეზიდენტის ადგილას ასე არ მოიქცეოდა.
“ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი მის ადგილას, იმიტომ რომ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რაიმე მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ პრეზიდენტია ცალკე ინსტიტუტია, მისი საქმეა მან ასეთი გდაწყვეტილება მიიღო, ეს არის მოცემულობა რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა და მე ვფიქრობ რომ შეიძლება ამ შემთხვევაში სპეკულაციის მეტი საფუძველი მიეცეთ, მაგრამ ერთია პრაგმატულობაზე ასე გათვლა და მეორეა რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორეს ორგანიზებაში თუ მონაწილეობაში პარლამენტის შტურმისა” – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.