ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ქართული ოცნება არის ყოვლად სამარცხვინო ხელისუფლება” – ინაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

“ქართული ოცნება არის ყოვლად სამარცხვინო ხელისუფლება. ქართული ოცნება მუდმივად ისეთ კონფიგურაციებს აგებს რაც მისი ჭკუით არის დიდი საჭადრაკო თამაში და სინამდვილეში ეს არის თვითდაზიანება, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება მუდმივად იყენებს, მაგრამ ეს რომ მხოლოდ თვითდაზიანება იყოს ჩვენ კიდევ ამას რაღაცნაირად შევეგუებოდით. ეს არის უკვე დაზიანება ხალხის. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონის უზნეო ხელისუფლება უნდა იყო და როგორ არ უნდა ცემდე პატივს საკუთარ ხალხს, რომ ასეთ გარიგებაში იყო შესული სააკაშვილთან და ბოკერიას პარტიასთან. რაც ახლა პრეზიდენტის შეწყალებით გამჟღავნდა, დადასტურდა, რომ თურმე ნამვდილად სიმართლე იყო. ჩემს იქით შეთანხმდნენ ისინი და ჩემს იქით გადაწყვიტეს.”

ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი

აღნიშნული განცხადებით ინაშვილი ეხმაურება პრეზიდენტის დეკრეტს.

იტვირთბა....