პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და მათი თარიღი ივნისში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
“ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში.
ეს არის ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ, როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის პირველი რეაქცია კრიზისზე. ეს იყო ჩვენი განათლების სისტემის ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება არის პრიორიტეტი ნომერი ერთი,”- აცხადებს გიორგი გახარია.
მიისვე თქმით, განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და მთავარი ამოცანაა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, მას არაფერი უნდა დაემუქროს
პრემიერის ცნობით, 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება და დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები კი – 27 მაისს.