ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გახარია განმარტავს, როდის დასრულდება სასწავლო წელი

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები კი – 27 მაისს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დააკონკრეტა, რომ 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება.

“2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში. მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს”,  – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოში ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და მათი თარიღი ივნისში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....