“დიდი ხანია ვიცნობ ნათია თურნავას და უბრალოდ გული მწყდება, რომ პოლიტიკისა და თანამდებობის გამო როგორ შეიძლება დაკარგოს სახე. მუდმივი შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი მას და, სხვათა შორის, ობიქტურობა მოითხოვს, ქალბატონი თურნავა იყო ერთ-ერთი აქტიურად ჩართული ანაკლიის პროექტში”
მამუკა ხაზარაძე, “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი
TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”
შეგახსენებთ, დღეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა.
“არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს”, – ნათქვამია დოკუმენტში.