„თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს.
“არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს” – ნათქვამია დოკუმენტში.
დასკვნაში ასევე საუბარია ექსპერტის კონკრეტულ მიგნებებზეც.
შეგახსენებთ, “თიბისი” ბანკის საქმეზე დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა.