“ნახევარი მილიარდი ევრო, უზარმაზარი ფული თუ გინდათ დახმარებისთვის, მაშინ შეასრულეთ ის მინიმალური პირობები, რაც სჭირდება საარჩევნო სისტემას, გარემოს და პოლიტიკური მოტივებით ხალხი არ იჯდეს ციხეში. ეს სწორი მიდგომაა. იმედი მაქვს, ამერიკისა და ევროპის დახმარება იქნება ამ პირობებით უზრუნველყოფილი, იმიტომ, რომ სხვა თვალსაზრისით ეს უძირო ქვევრია. თუ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და თუ ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც არ არის ხალხის მანდატით აღჭურვილი, ის უძირო ქვევრია და რამდენი ფულიც უნდა მისცეს დასავლეთმა, იმ ფულს მოიხმარს საკუთარი ინტერესების შესაბამისად და არა მოქალაქეების.”
დავით ბერძენიშვილი – “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერი
ამის შესახებ ბერძენიშვილმა ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს 500 მილიონი ევროთი ეხმარებიან და ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.