ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

FBI ჩინეთს ვაქცინასთან დაკავშირებულ ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი კორონავირუსის წარმოშობაზე მიმდინარე გამოძიებასტან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, ჩინეთი იმ ორგანიზაციებზე კიბერშეტევების განხორციელების უკან დგას, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნით არიან დაკავებულნი.

„გამოძიების ფედერალური ბიურო ჩინეთთან დაკავშირებულ პირებთან მიმართ გამოძიებას ატარებს. მათი მიზანი ამერიკული ორგანიზაციების მასალებზე არასანქცირებული წვდომის მიღება იყო.

ეს ორგანიზაციები კორონავირუსთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ.

დაფიქსირდა მცდელობა, რომ დაედგინათ და უკანონოდ მოიპოვათ ინტელექტუალური საკუთრების (IP) და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ვაქცინებთან, მკურნალობებთან და ტესტირებასთან.“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესახებ მონაცემების მოპარვას შეეცადნენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსის წარმოშობას ჩინეტს აბრალებს საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი არაერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი. მსგავსი შინაარსის ბრალდებები გაჟღერდა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც, რომლებიც ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელებას არ გამორიცხავენ.

იტვირთბა....