ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სილამაზის სალონების გახსნის თარიღი უკვე ცნობილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან სილამაზისა და ესტეთიკის სალონები გაიხსნება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სდხომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები. ამ შესაძლებლობის ფარგლებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც დახურულ, ისე საჯარო სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. თუმცა, ავტროტრანსპორტით გადაადგილების დროს აღნიშნული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

ამასთან, დღეიდან გაიხსნა რუსთავი და გარდაბანიც. ქალაქებში შესვლა და გასვლა სრულად აღდგა.

იტვირთბა....