საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც დახურულ, ისე საჯარო სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მტავრობის სდხომაზე განაცხადა.
თუმცა, გახარიას თქმით, ავტროტრანსპორტით გადაადგილების დროს აღნიშნული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
მისივე თქმით, ყოველი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე ხდება.
“მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობით.
ამ შეზღუდვას მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზე მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ, ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსნეებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები, ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძილაში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, დღეიდან გაიხსნა რუსთავი და გარდაბანიც. ქალაქებში შესვლა და გასვლა სრულად აღდგა.