დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში გადააგილება თავისუფალია. ქალაქებში შესვლა და გასვლა სრულად აღდგა.
ამასთან, შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება მარნეულშიც. მისი გახსნა კი დაგვიანებით ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ხდება, ვინაიდან აუცილებელია ტესტების რაოდენობა, რომელიც მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს.
გადაადგილებაზე შეზღუდვები თბილისში 11 მაისიდან მოიხსნა, 5 მაისიდან კი გადაადგილება ნებასდართულია უკვე ქუთაისსა და ბათუმში.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.
ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი, რომლის დროსაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.