ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა, შვილიშვილებთან ერთად წავიდე რაჭაში” – რას გააკეთებენ პანდემიის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და ხათუნა ზახაშვილი

“რა გენატრებათ ყველაზე მეტად და რას გააკეთებთ პანდემიის დასრულების შემდეგ?” – ამ შეკითხვაზე ფეისბუქლაივის მიმდინარეობისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მისმა მოადგილე პაატა იმნაძემ და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა უპასუხეს.

„ავიღებ შვებულებას და წავალ დასასვენებლად. პანდემიის შემდეგ ხომ მომცემთ, ბატონო ამირან, შვებულებას“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

პაატა იმნაძის თქმით, მას შვილიშვილებთან ჩახუტება ენატრება.

„ვნახავ შვილიშვილებს და ჩავეხუტები, მენატრება, რომ ჩავეხუტო ჩემს შვილიშვილებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მას უნდა, შვილიშვილებთან ერთად რაჭაში წავიდეს.

„შვილიშვილები ყოველდღე მეუბნებიან, რაჭაში თუ წაგვიყვანო და მინდა, რომ ყველა ჩემს შვილიშვილთან ერთად წავიდე რაჭაში. თუ დამთავრდა ეს პანდემია, წავალთ ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....