მთავარი ციტატა

“პროტესტის ტალღა აუცილებლად განახლდება” – გრიგოლ ვაშაძე

“პროტესტის ტალღა აუცილებლად განახლდება. ჩვენ მივიღეთ უკვე მტკიცე უარი, უკვე გვითხრეს – არაფერი არ ყოფილა ის, რაც სინამდვილეში იყო და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, ამას როდის დავიწყებთ. ჩემი პირადი მოსაზრებაა, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებები შეტანილი იქნება პარლამენტში, არავითარი საჯერედო ნაბიჯები გადადგმული იქნება, რაც შეეხება მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერერის სისხლის სამართლის საქმეებს, მაშინ არავითარი პრობლემა არ იქნება იმისთვის, რომ განახლდეს საპროტესტო ტალღა.ეს საპროტესტო ტალღა მნიშვნელოვანი იქნება არამარტო საარჩევნო კამპანიისთვის, არამედ არჩევნებისთვისაც”

გრიგოლ ვაშაძე, “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი

TV პირველი, გადაცემა “პოლიტმეტრი”

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.

პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.   

 

იტვირთბა....