“არ მინდა ვიფიქრო, რომ ჯერ იმედი გადაწურულია, ყველაფერი უკვე დაკარგულია, რადგან ჯერ კიდევ არის შანსი.ყველა ხელისუფლებისთვის მომგებიანია მაჟორიტარული არჩევნები და, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” შეეცდება, შეინარჩუნოს ეს სისტემა”
ეკა ბესელია, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი
TV პირველი, გადაცემა “პოლიტმეტრი”
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.
პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.